სიახლეები
07.04.2016
პეკინის ქუჩაზე ახალი ფილიალი გაიხსნა
გაცნობებთ, რომ გაიხსნა „ინგლისური ენის ცენტრის“ ახალი ფილიალი მისამართი: პეკინის ქ. #4ა სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-დან 20:00-მდე, შაბათი: 10:00-დან 18:00 -მდე
რეგისტრაცია
მიმდინარეობს რეგისტრაცია 2016 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით
ჩვენ შესახებ

დიდი ხანია რაც ინგლისურს სწავლობთ და კომუნიკაცია მაინც გიჭირთ? ინგლისურის შესწავლა სწრაფად და ხარისხიანად უკვე შესაძლებელია. ინგლისური ენის ცენტრი სწავლების მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ინგლისურის შესწავლა თანამედროვე მეთოდით ხდება, რაც გულისხმობს გაკვეთილის წარმართვას როლური დისკუსიების და სავარჯიშოების თანხლებით. შედეგად, სწავლის პროცესი უფრო სახალისოა და სტუდენტებს კომუნიკაცია უფრო უმარტივდებათ.

ინგლისური ენის ცენტრში ახალი სასწავლო კურსები უკვე დაიწყო. ინგლისურის შესწავლის მსურველებს საშუალება აქვთ შეუერთდნენ კურსებს და შეისწავლონ ინგლისური ენა ხარისხიანად. ცენტრში ინგლისურის შესწავლა სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს; ზოგადი ინგლისურის კურსები, საერთაშორისო გამოცდებისათვის მომზადება, ბიზნეს ინგლისური და სხვა. ინგლისურის შესწავლის მსურველებს საშუალება აქვთ ჩვენს ვებგვერდზე www.elc.ge გაიარონ რეგისტრაცია და აირჩიონ მათთვის მისაღები სასწავლო კურსი. ცენტრში ასევე მოქმედებს ინგლისურის შემსწავლელი კურსები სპეციალურად სკოლის მოსწავლეების და სტუდენტებისთვის. ინგლისური ბავშვებისთვის ეხმარება მოსწავლეებს ადვილად შეისწავლონ ენა. ასე, რომ დაიწყეთ ენის შესწავლა ხარისხიანად. ინგლისური ენის ცენტრი ამის გარანტიას გაძლევთ.

 

როგორ შევისწავლოთ ინგლისური ენა დამოუკიდებლად?

დღესდღეობით ინგლისური ენის შესწავლა აუცილებელი და მოთხოვნადია. ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად სჭირდება ინგლისური ენის ცოდნა. სამსახურში, უცხოელებთან საკომუნიკაციოდ და სხვა.

ინგლისური ენის შესწავლა ადამიანს დამოუკიდებლადაც შეუძლია. ყოველგვარი კურსების გავლის გარეშე. შესაძლოა ადამიანს არ ჰქონდეს საკმარისი დრო ან ფინანსები იმისათვის, რათა გაიაროს ენის კურსები. დამოუკიდებლად სწავლა კი ყველა ადამიანს შეუძლია. თუკი ადამიანს არ ეზარება შრომა, არის მონდომებული, შეუძლია მოიძიოს უფასო ინგლისური ენის შესასწავლი რესურსები ინტერნეტში. ინტერნეტში შესაძლებელია როგორც გრამატიკის შესასწავლი საინტერესო მასალის ნახვა, ასევე ვიდეო ლექციების მოსმენა, რაც ეხმარება მსმენელს განავითაროს მოსმენის ტექნიკა. ინგლისური ენის სახელმძღვანელოებით სწავლა ეფექტურია, როდესაც მსმენელს სასაუბრო ინგლისურის სწავლა ნაკლებად ესაჭიროვება და ყურადღება წერა-კითხვის სწავლაზე აქვს გადატანილი.

 

სად ვისწავლოთ ინგლისური?

დღესდღეობით, ინგლისურის შესწავლა აუცილებლობას წარმოადგენს. ინგლისურის სწავლების მრავალი მეთოდი არსებობს; სასწავლო ცენტრები, ონლაინ კურსები, ინტერნეტ რესურსები. ინგლისურის კურსები ბევრია და ენის შემსწავლელებს ხშირად უჭირთ არჩევანის გაკეთება თუ სად ისწავლონ ინგლისური ენა.

ინგლისური ენის ცენტრი ახალ სასწავლო სემესტრს იწყებს და მსმენელებს ინგლისურის შესწავლას სწრაფად და ხარისხიანად სთავაზობს. საკომუნიკაციო უნარების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ცენტრის მსმენელებს ინგლისურად კომუნიკაცია უადვილდებათ. სწავლის თანამედროვე მეთოდი გულისხმობს გაკვეთილის წარმართვას როლური თამაშების, ვიქტორინების საშუალებით, რაც კიდევ უფრო უმარტივებს სტუდენტებს ინგლისურად საუბარს.

ცენტრში შესაძლებელია ინგლისურის შესწავლა სხვადასხვა მიმართულებებით; ზოგადი ინგლისური, ბიზნეს ინგლისური, საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება, მასწავლებელთა ტრენინგების გავლა. ინგლისური ენის ცენტრში გამოცდილი პედაგოგები ასწავლიან, რაც წარმატების გარანტიაა.

 

რატომ უნდა ვისწავლოთ ინგლისური ენა?

ინგლისური ენის შესწავლა  ხანგძლივი პროცესია. ხშირად ენის შესწავლის მსურველები წლების განმავლობაში სწავლობენ ინგლისურ ენას, მაგრამ სრულყოფილად მაინც არ ფლობენ მას. ინგლისურის სწავლას ყველა სხვადასხვა მიზნით იწყებს. ჩვენ გეტყვით იმ ძირითად  მიზეზს, რის გამოც საჭიროა დღესვე დავიწყოთ ინგლისური ენის შესწავლა.

  • სწავლის შესაძლებლეობა საზღვარგარეთ –  ბევრი ოცნებობს წარმატებულ კარიერაზე. წარმატებული კარიერისთვის კი აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. საზღვარგარეთ სწავლისთვის აუცილებელია ინგლისური ენის შესწავლა.
  • სამსახური – დღესდღეობით ინგლისური ენის ცოდნა ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა, რაც დამსაქმებლებს აქვთ. შესაბამისად, ინგლისური ენის შესწავლა კარგი სამსაურისთვისაც  აუცილებელია.
  • მოგზაურობა – ადამიანებს ხშირად უწევთ მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში. ინგლისურის ცოდნა ამითაც სასარგებლოა, რომ უცხოენოვან ხალხთან შეძლოთ კომუნიკაციის დამყარება.
  • ინგლისურ ენაზე ლიტერეატურის წაკითხვა – ბევრ სტუდენტს აქვს იმის სურვილი, რომ ინგლისურ ლიტერატურას ორიგინალში გაეცნონ. ინგლისურის ცოდნა ამისთვისაც აუცილებელია.

ასე, რომ თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ინგლისური ენის შესწავლა, დროა იზრუნოთ თქვენი კარიერისთვის და შეისწავლოთ ინგლისური ენა.

 

როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა სრულყოფილად?

ინგლისური ენის შესწავლა ყველასთვის საჭირო და სასურველია. დღესდღეობით ინგლისური ენა საერთაშორისო ენად არის აღიარებული და მისი ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. ადამიანები სხვადასხვა მიზნით სწავლობენ ინგლისურ ენას. ზოგს სწავლის გაგრძელება სურს ინგლისურენოვან ქვეყანაში, ზოგს სამსახურიდან გამომდინარე სჭირდება ინგლისურის ცოდნა. ინგლისური ენის სრულყოფილად შესწავლა რთული და შრომატევადი პროცესია. ჩვენ მოგცემთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ დაზოგოთ ფინანსები და სრულყოფილად შეისწავლოთ ინგლისური ენა.

ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ ბევრი უფასო რესურსია, რომელიც ენის შემსწავლელებს დახმარებას უწევს. ინგლისურის მოსმენა ყოველდღიურად განსაკუთრებით მნიშვნელოვნია. უყურეთ ინგლისურ ფილმებს, მოუსმინეთ გადაცემებს. ეს დაგეხმარებათ მოსმენის უნარის განვითარებაში.

საკითხავი ლიტერატურა განსაკუთრებით ბევრია ინტერნეტში. შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი თემატიკა და გაეცნოთ თანამედროვე ლიტარატურას ინგლისურ ენაზე.  განსაკუთრებით დიდ დახმარებას გაგიწევთ ინგლისურენოვან ადამიანებთან ურთიერთობა. დაუმეგობრდით მათ და ისაუბრეთ თავდაჯერებულად.

 

ინგლისურის შესწავლა – ახალი სასწავლო კურსი

ინგლისურის შემსწავლელი კურსები ბევრია, მაგრამ ყველა მათგანი ვერ გვთავაზობს ინგლისურის შესწავლას სწრაფად და ხარისხიანად.  ხშირია შემთხვევა, როცა სტუდენტი წლების განმავლობაში სწავლობს ინგლისურ ენას, მაგრამ კომუნიკაცია მაინც უჭირს.

ინგლისური ენის ცენტრი სწავლების თანამედროვე მეთოდით გამოირჩევა და ინგლისური ენის შესწავლა სწრაფად და ხარისხიანად ხდება. სწავლებისას ყურადღება სწორედ სასაუბრო უნარების განვითარებას ექცევა. 1 სექტემბრიდან ინგლისური ენის ცენტრი ტესტირებებს იწყებს ახალი სტუდენტებისთვის. ახალი სასწავლო კურსი კი 15-16 სექტემბერს იწყება.

აირჩიეთ სწორად ინგლისური ენის სასწავლო კურსი. ინგლისური ენის ცენტრი გთავაზობთ ზოგადი ინგლისურის კურსებს, საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადებას, ტრენინგებს მასწავლებლებისთვის, ბიზნეს ინგლისურის კურსებს, პროფესიულ კურსებს ინგლისურ ენაში.

 

როგორ მოვემზადო საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად?

ინგლისურის შესწავლა მნიშვნელოვანი წინაპირობაა საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. დღესდღეობით კი საზღვარგარეთ განათლების მიღება აუცილებელია თუკი წარმატებული კარიერა გინდათ. საზღვარგარეთ უნივერსიტეტებს ბევრი მოთხოვნები აქვთ აპლიკანტისგან. მაღალი აკადემიური მოსწრება, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, გამოცდილება იმ სფეროში, რა სფეროშიც სწავლის გაგრძელება გვინდა. ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებლად უნივერსიტეტები ძირითადად ითხოვენ ინგლისურ ენაში საერთაშორისო გამოცდის ჩაბარებას და გარკვეული ქულის მიღებას ამ გამოცდაში.

უნივერსიტეტები ძირითადად ორი საერთაშორისო გამოცდის სერთიფიკატს ითხოვენ. ეს არის: IELTS, TOEFL. IELTS-ის სერთიფიკატს ევროპის უნივერსიტეტები ითხოვენ. ამერიკაში კი ძირითადი მოთხოვნა TOEFL-ის საერთაშორისო სერთიფიკატზეა.

აპლიკანტებს ამ გამოცდებისათვის მომზადება შეუძლიათ სასწავლო ცენტრებში. ასევე არსებობს უამრავი სასწავლო მასალა ინტერნეტში და მათ საშუალება აქვთ თავად მოემზადონ გამოცდისთვის. ასე რომ დაიწყეთ ინგლისურის შესწავლა და გააგრძელეთ სწავლა წამყვან უნივერსიტეტებში.

 

ინგლისურის შესწავლა ონლაინ

ინგლისურის შესწავლა ყველაზე მოთხოვნადია, ვინაიდან იგი საერთაშორისოდ აღიარებული უცხო ენაა. ინგლისური მსოფლიო კომუნიკაციის ენაა, წამყვან უნივერსიტეტებში სწავლება სწორედ ამ ენაზე მიმდინარეობს. დამსაქმებლები სულ უფრო ხშირად ინგლისურის ცოდნას ითხოვენ. ასე რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ინგლისურის ცოდნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ინგლისურის შესწავლა ონლაინ. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები გვთავაზობენ სასწავლო კურსებს, სადაც მსმენელს საშუალება აქვს ჰქონდეს კომუნიკაცია უცხოელებთან, გააუმჯობესოს ენის ცოდნა და მოეხსნას კომუნიკაციის პრობლემა.

ინტერნეტში მოიპოვება ბევრი რესურსი, რომლის დახმარებითაც სტუდენტს შეუძლია დამოუკიდებლად შეისწავლოს ინგლისური, ასევე მოუსმინოს ვიდეო ლექციებს, ჰქონდეს კომუნიკაცია უცხოელებთან ვიდეო კონფერენციების საშუალებით. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს ენის შესწავლას სწრაფად და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას.

 

ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები – როგორ ავირჩიოთ საუკეთესო?

ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები  ბევრია. მათი პირობები განსხვავებულია. ენის შემსწავლელებს შეუძლიათ აირჩიონ ენის ინდივიდუალურად ან ჯგუფურად  სწავლა. სასწავლო ცენტრების უმეტესობაში შესაძლებელია ზოგადი ინგლისურის შესწავლა, საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება, ბიზნეს ინგლისურის ან პროფესიული ინგლისურის სწავლა.

ინდივიდუალური სწავლებისას ყურადღება ექცევა გრამატიკას, წერის, კითხვის უნარების განვითარებას. ხოლო თუ სასაუბრო ინგლისურის შესწავლა გინდათ,  სასურველია ჯგუფური ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ან სპეციალური სასაუბრო ინგლისურის კურსების გავლა.

ინგლისური ენის შემსწავლელმა თავისი მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა აარჩიოს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი. თუკი საზღვარგარეთ გინდათ სწავლის გაგრძელება, მაშინ საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება გამოგადგებათ, ხოლო თუ საკომუნიკაციოდ გინდათ ენის შესწავლა მაშინ ჯგუფური, სასაუბრო ინგლისურის კურსები.

 

როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა ეფექტურად?

ინგლისური ენა ყველასათვის საჭიროა. ყოველწლიურად უამრავი სტუდენტი სწავლობს ინგლისურ ენას. ინგლისურის შესწავლის ბევრი გზა არსებობს.

* ინგლისური ენის ონლაინ კურსები მსმენელს საშუალებას აძლევს შეისწავლონ ენა კომპიუტერის საშუალებით, სახლიდან გასვლის გარეშე. ინგლისური ენის ონლაინ კურსების დახმარებით მსმენელებს შეუძლიათ ისაუბრონ ინგლისურენოვან მასწავლებელთან. რაც უპირატესობაა სხვა ტიპის კურსებისგან, ვინაიდან ხშირია შემთხვევა როცა სტუდენტები წლების განმავლობაში სწავლობენ ენას, მაგრამ კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე მაინც უჭირთ.

* ინგლისური ენა საზღვარგარეთ. დღესდღეობით მსმენელებს შეუძლიათ შეისწავლონ ინგლისური ენა საზღვარგარეთ. საზღვარგარეთ ენის შესწავლასაც აქვს უპირატესობა. გარემო მთლიანად ინგლისურენოვანია და მსმენელი მარტივად სწავლობს ენას.

* ინგლისური ენა საქართველოში. ენის შესწავლის მსურველებს შეუძლიათ ინგლისური ისწავლონ ჯგუფურად ან ინდივიდუალურად. ჯგუფური გაკვეთილები ეხმარება სტუდენტს მარტივად დახვეწოს საკომუნიკაციო უნარები.

აირჩიეთ თქვენზე მორგებული სწავლების მეთოდი და ისწავლეთ ინგლისური ენა ეფექტურად.

 

ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა

ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა კარგი საშუალებაა ენის ცოდნის გაუმჯობესებისთვის. ინგლისური ენის შემსწავლელებს უკვე აქვთ საშუალება ზაფხულის პერიოდი ეფექტურად გამოიყენონ. ისარგებლონ ინგლისური ენის ინტენსიური კურსებით და განავითარონ ენის ცოდნის დონე.

საზაფხულო კურსები მსმენელებს სთავაზობს როგორც ზოგადი ინგლისურის კურსებს, ასევე საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებს. მსმენელებს საშუალება აქვთ შეისწავლონ ინგლისური ენა და ჩააბარონ საერთაშორისო გამოცდები.

ინგლისური ენის ცენტრში მსმენელებს შეუძლიათ შეისწავლონ ზოგადი ინგლისური, მოემზადონ საერთაშორისო გამოცდებისათვის IELTS, TOEFL და სხვა. ცენტრი მსმენელებს ბიზნეს ინგლისურის კურსებსაც სთავაზობს. ასევე შესაძლებელია ინგლისური ენის შესწავლა პროფესიული მიზნებისთვის.

ინგლისური ენის ცენტრი სწავლების მაღალი დონით გამოირჩევა და მსმენელებს საშუალებას აძლევს მოკლე დროში, ხარისხიანად შეისწავლონ ინგლისური ენა.

 

ბიზნეს ინგლისურის კურსები

ბიზნეს ინგლისურის კურსები კარგი საშუალებაა განავითაროთ კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე. კურსი განკუთვნილია მსმენელებისთვის, ვინც ბიზნეს გარემოში მოღვაწეობს და სურს ენის დახვეწა. იმისათვის, რომ მსმენელმა ისწავლოს ბიზნეს ინგლისური უნდა ფლობდეს ენას საშუალო დონეზე.

ბიზნეს ინგლისურის კურსები საშუალებას მოგცემთ დაამყაროთ კომუნიკაცია საერთაშორისო საზოგადოებაში, გააფართოვოთ თქვენი ბიზნესი და დაამყაროთ კონტაქტები.  ხოლო კურსის განმავლობაში შეისწავლით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა მოლაპარაკებების წარმოება, პრეზენტაცია, შეხვედრების მომზადება, მენეჯმენტის საკითხები და სხვა.

ბიზნეს ინგლისური განსაკუთრებით დაგეხმარებათ პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით  და განავითარებს თქვენს ინგლისურს  სამუშაო გარემოსთვის. ბიზნეს ინგლისურის საშუალებით შეძლებთ თავი გაართვათ საქმიან მოლაპარაკებებს და დაამყაროთ საერთაშორისო კონტაქტები.

 

როგორ შევარჩიოთ ინგლისური ენის შესწავლის საუკეთესო მეთოდი?

ინგლისური ენის შესწავლა მოთხოვნადია. ინგლისურის შესწავლის მრავალი მეთოდი არსებობს. სასწავლო ცენტრები, ინტერნეტ რესურსები, კერძო მასწავლებელი, უფასო ონლაინ კურსები და სხვა. მათი სწავლების მეთოდი განსხვავებულია. ზოგიერთი მეთოდი დიდ ყურადღებას უთმობს გრამატიკის შესწავლას. ასეთი მეთოდის შედეგად, სტუდენტებს უჭირთ ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია. არსებობს ალტერნატიული მეთოდები, სადაც ყურადღება სწორედ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციას ექცევა და სწავლებას უცხოელი პედაგოგები უძღვებიან. ამ მეთოდის შედეგად, სტუდენტები მარტივად ახერხებენ ინგლისურად კომუნიკაციას.

ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ინგლისური ენის შესწავლა ვიდეო და აუდიო მეთოდით. თუმცა ასეთ შემთხვევაში სწავლა ინტერნეტის საშუალებით მიმდინარეობს და მსმენელმა წინასწარ არ იცის თუ რა შედეგს მიიღებს სწავლების ბოლოს. არსებობს უფასო ინტერნეტ რესურსებიც. ვინც ინგლისური ენა გარკვეულ დონეზე იცის შეუძლია ინტერნეტის საშუალებით მოიძიოს მასალები, გაეცნოს და განავითაროს ინგლისური ენის ცოდნის დონე.

ინგლისური ენის შესწავლა ფილმების საშუალებით ასევე გავრცელებულია. არსებობს სპეციალური სასწავლო ცენტრებიც, სადაც ინგლისურის შესწავლა ფილმების საშუალებით მიმდინარეობს. ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს თავადაც შეუძლიათ უყურონ ფილმებს, უსმინონ გადაცემებს ინგლისურ ენაზე და ამ გზით განივითარონ ენის ცოდნის დონე.

 

ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები

 ადამიანთა უმრავლესობა სწავლობს ინგლისურ ენას ჯერ სკოლაში. შემდეგ კი უნივერსიტეტში. სტუდენტთა ნაწილი წლების განმავლობაში სწავლობს ენას, მაგრამ მაინც არ იცის ინგლისური და უჭირს ამ ენაზე კომუნიკაცია.

ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ბევრია. ენის შემსწავლელებს ხშირად არჩევანის პრობლემაც აქვთ თუ სად შეისწავლონ ინგლისური ენა.

ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები თავისი სწავლის მეთოდით გამორჩეულია ინგლისური ენის ცენტრში. ცენტრში ინგლისურ ენას გამოცდილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ასწავლიან. ყურადღება ექცევა საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, რის შედეგადაც ცენტრის სტუდენტებს ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია არ უჭირთ.

ინგლისური ენის ცენტრი მსმენელებს სთავაზობს ზოგადი ინგლისური ენის კურსებს. ენის სწავლა დონეების მიხედვით ხდება. ცენტრში ხდება საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება. ბიზნეს ინგლისურის შესწავლა. ცენტრს სპეციალური კურსები აქვს ბავშვებისთვის. ასევე შესაძლებელია ტრენინგების  გავლა მასწავლებლებისთვის. პროფესიულ ინგლისურში მომზადება საბანკო, მედიცინისა და ჟურნალისტიკის სფეროებში

 

როდის უნდა მოვემზადოთ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისთვის?

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდები  აღიარებულია სკოლების, უნივერსიტეტების, კერძო და სახელმწიფო სექტორში მომუშავე დამქირავებლების მიერ  ინგლისურენოვან სამყაროში.

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდები დონეების მიხედვით იყოფა. FCE -First Certificate English კემბრიჯის უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარული გამოცდაა  ინგლისურ ენაში. იგი  B2 დონეს შეესაბამება. გამოიყენება სამუშაო, სასწავლო და სამოგზაურო მიზნებისათვის.

 CAE -Cambridge Advanced English არის უმაღლესი დონის გამოცდა. იგი C1 დონეს შეესაბამება, რომელიც ამოწმებს კანდიდატის ენის ცოდნას პროფესიულ, აკადემიურ და სოციალურ სიტუაციებში. ეს ტესტი მსოფლიოში ფართოდ არის აღიარებული და გამოიყენება აკადემიური, პროფესიული და საემიგრაციო მიზნების მისაღწევად. სერტიფიკატს აგრეთვე იყენებენ მსოფლიოს მრავალ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.

კემბრიჯის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად სტუდენტი იღებს საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატს, რომელშიც აღნიშნულია ინგლისური ენის  ცოდნის დონე.

 

ინგლისური ენის ონლაინ შესწავლა

ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ თანდათან მოთხოვნადი ხდება. ამ მეთოდს გარკვეული უპირატესობები აქვს: სწავლა ინდივიდუალური მეთოდით ხდება, მსმენელს საშუალება აქვს ესაუბროს ინგლისურენოვან მასწავლებელს, ზოგავს მსმენელის დროს და იგი უცხო ენას სახლიდან გაუსვლელად სწავლობს.

ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ თანდათან მოთხოვნადი ხდება. მსმენელს შეუძლია ინგლისური ენის კურსი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გაიაროს. ზოგიერთი პროგრამა სრულიად უფასოა და მსმენელს საშუალება აქვს უცხო ენა უფასოდ შეისწავლოს. ინგლისური ენის ონლაინ კურსებს ბევრი ცნობილი უნივერსიტეტი გვთავაზობს. მათ შორისაა ბრიტანეთის საბჭო, რომელიც ინგლისური ენის უფასო კურსებს გვთავაზობს.

კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, აქტუალური გახდა ონლაინ სწავლება. ინგლისურ ენასთან ერთად, უნივერსიტეტები სხვა ონლაინ სასწავლო კურსებსაც გვთავაზობენ.

 

სასაუბრო ინგლისური ენის შესწავლა

ინგლისურის შესწავლა აქტუალობას არ კარგავს. სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ინგლისურის შესწავლით. მიზეზი ბევრია; მსოფლიოს მასშტაბით განათლების მიღება ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი. დამსაქმებელთა უმეტესობა ინგლისური ენის ცოდნას ითხოვს, პროფესიული ლიტერატურა ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.

ენის შემსწავლელებს ხშირად მხოლოდ სასაუბრო ინგლისურის შესწავლა უნდათ. საინტერესოა რამდენად მნიშვნელოვანია ენის მხოლოდ სასაუბრო დონეზე შესწავლა?

დღესდღეობით ინგლისური ენის მაღალი სტანდარტია დამკვიდრებული, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ საკომუნიკაციო ინგლისურის ფლობას, არამედ წერით და კითხვით უნარებსაც.

სოციალური ქსელების, ონლაინ სასწავლო პროგრამების განვითარების შედეგად, წინა პლანზე წამოვიდა წაკითხულის შინაარსის გაგება და წერითი უნარები. საქმიანი ურთიერთობისას სულ უფრო ხშირად იყენებენ მიმოწერას, სადაც ყურადღება სწორედ წერით უნარებს ეთმობა. შესაბამისად, ინგლისურის შესწავლა პროფესიულ დონეზე უნდა მოხდეს, ვინაიდან მხოლოდ საკომუნიკაციო ინგლისურის ცოდნა საკმარისი აღარაა.

 

რომელი გამოცდა უნდა ჩავაბაროთ TOEFL თუ IELTS ?

ინგლისური ენის შესწავლა უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდებს სულ უფრო მეტი ადამიანი აბარებს. ყველაზე მოთხოვნადი საერთაშორისო გამოცდებია TOEFL ( Test of English as a Foreign Language) და IELTS ( International English Language Testing System)

TOEFL საერთაშორისო გამოცდა მიზნად ისახავს შეაფასოს იმ ადამიანების ინგლისური ენის ცოდნის დონე, რომელთათვისაც ინგლისური ენა არ არის მშობლიური.

IELTS საერთაშორისო გამოცდა მოცემულია ორ ნაწილად. Academic და General მოდულებად. Academic მოდულის ჩაბარება აუცილებელია უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. General მოდულს აბარებენ ემიგრაციისთვის. საერთაშორისო გამოცდების მოქმედების ვადა 2 წელია.

საერთაშორისო გამოცდები შედგება 4 ნაწილისგან. Listening, სადაც ამოწმებენ რამდენად კარგად აღიქვამს სტუდენტი ინგლისურ ენას სმენით. Reading ამოწმებს კითხვის შესაძლებლობებს. Writing-ში იწერება ესსე. Speaking ამოწმებს სტუდენტის საუბარს ინგლისურ ენაზე.

 

როგორ შევისწავლოთ ინგლისური ენა სწრაფად და ხარისხიანად?

 ინგლისური ენის შესწავლა აქტუალური საკითხია ახალგაზრდებში. მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნაზე დიდია. შესაბამისად, სტუდენტებისთვის აქტუალური საკითხია თუ როგორ და სად შეისწავლონ ინგლისური ენა სწრაფად და ხარისხიანად.

ინგლისური ენის შესწავლას ბევრი სასწავლო ცენტრი გვთავაზობს. სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია საკომუნიკაციო ინგლისური ენის შესწავლა, ვინაიდან ხშირად ისინი დიდი ხნის მანძილზე სწავლობენ ენას, თუმცა მაინც უჭირთ კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.

ინგლისური ენის ცენტრი ინგლისური ენის სწავლებაში წამყვან სასწავლებლად ითვლება. ცენტრში ინგლისური ენის შესწავლა თანამედროვე მეთოდით ხდება და ინგლისურ ენაზე კომუნიკაციას დიდი ყურადღება ექცევა. ინგლისური ენის ცენტრში შესაძლებელია ზოგადი ინგლისური ენის შესწავლა დონეების მიხედვით. მომზადება საერთაშორისო გამოცდებისთვის, მასწავლებლებისთვის ტრენინგების გავლა, ბიზნეს ინგლისურის შესწავლა, მომზადება პროფესიული მიზნებისთვის მედიცინის, ბიზნესის და ჟურნალისტიკის სფეროებში.

ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს შეუძლიათ ონლაინ გაიარონ ინგლისური ენის დონის დასადგენი ტესტი და ჩაირიცხონ სასურველ კურსზე.

 

როდის უნდა ჩავაბაროთ SAT ტესტი?

SAT ( Scholastic Assessment Test ) არის საერთაშორისო გამოცდა, რომლის ჩაბარებაც საშუალებას გაძლევთ სწავლა გააგრძელოთ ამერიკულ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. SAT ტესტის  შედეგებს იყენებენ უმაღლესი სასწავლებლების მიმღები კომისიები აბიტურიენტების ცოდნის შესაფასებლად. SAT ტესტს აბარებენ სკოლის დამამთავრებელ კლასებში, ვინაიდან კოლეჯები და უნივერსიტეტები ბაკალავრიატში მისაღებად ეყრდნობიან სწორედ SAT-ის შედეგებს.

SAT-ის საერთაშორისო გამოცდა 4,5 საათი გრძელდება და მოიცავს; მათემატიკურ დავალებებს, წერას და წაკითხულის გააზრებას. SAT-ის ტესტის ჩაბარება წელიწადში 7 -ჯერ არის შესაძლებელი ამერიკაში. ტესტი ტარდება თვის პირველ შაბათს. რეგისტრაცია გამოცდის ჩაბარებამდე 3 კვირით ადრე უნდა გაიაროს აპლიკანტმა. რეგისტრაცია ონლაინ ხდება ელექტრონული ფოსტის და ტელეფონის გამოყენებით. ტესტის საშუალებით შესაძლებელია აბიტურიენტების შესაძლებლობის შეფასება სასწავლებელში სწავლისთვის.

 

როგორ შევარჩიოთ ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები?

საქართველოში ინგლისური ენის კურსები ბევრია. სტუდენტებს ხშირად არჩევანის პრობლემა აქვთ თუ სად შეისწავლონ ინგლისური ენა. პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტორიც, რომ სტუდენტები ხშირად წლების განმავლობაში სწავლობენ ინგლისურ ენას და კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე მაინც უჭირთ. ინგლისური ენის სასწავლო კურსის შერჩევისას მნიშვნელოვანია, რომ სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდეს.

ინგლისური ენის ცენტრი უცხო ენების სწავლების უდიდესი ცენტრია. სწავლებისას მნიშვნელობა ენიჭება ინგლისურ ენაზე კომუნიკაციას, რაც სტუდენტების თვითდაჯერებულობის ზრდას უწყობს ხელს ინგლისურად კომუნიკაციის დროს. ცენტრში სხვადასხვა სახის ინგლისური ენის კურსები არსებობს. ისწავლება ზოგადი ინგლისური დონეების მიხედვით, რომელიც სწავლების 8 დონეს მოიცავს. ასევე ხდება საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება, პროფესიული ინგლისურის შესწავლა, მასწავლებლებისთვის ტარდება სპეციალური ტრენინგები.

სტუდენტებს ონლაინ შეუძლიათ შეამოწმონ ინგლისური ენის ცოდნის დონე სპეციალური ტესტის საშუალებით და ჩაირიცხონ სასურველ სასწავლო კურსზე.

 

როდის დაგჭირდებათ GRE გამოცდის ჩაბარება?

GRE (Graduate Record Examinations) არის ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდა, რომლის ჩაბარებაც აუცილებელია და წინაპირობას წარმოადგენს საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სამაგისტრო და სადოქტორო განათლების მისაღებად. არსებობს ორი ტიპის გამოცდა: GRE საერთო ტესტი და GRE საგნობრივი ტესტი.

თუკი უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის საჭიროა რომელიმე საგნის ჩაბარება შემდეგ საგნებში: ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა, მათემატიკა, ფიზიკა, ფსიქოლოგია აუცილებლად დაგჭირდებათ GRE საგნობრივი ტესტის ჩაბარება.

GRE გამოცდა ბარდება ორი ფორმით: წერილობითი და ონლაინ. წერილობითი გამოცდისას აპლიკანტი გამოცდას ფურცელზე წერს. ონლაინ კი კომპიუტერის საშუალებით. ონლაინ გამოცდის ჩაბარებისას 15 წუთით მეტი დრო აქვს აპლიკანტს. გამოცდის დრო 3 საათი და 45 წუთია.

GRE გამოცდა აფასებს წერილობით უნარებს, კითხვით უნარებს, ტექსტის გაგების უნარს და ტესტის ანალიზის უნარს.

არსებობს GRE Mathematics საერთაშორისო გამოცდა. ტესტი ამოწმებს რიცხვითი ინფორმაციის გაანალიზების უნარს. ამ ნაწილის ჩასაბარებლად აპლიკანტმა უნდა იცოდეს მათემატიკა, ალგებრა, გეომეტრია. GRE სერთიფიკატი 5 წლის მანძილზეა აქტიური.

 

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვისწავლოთ უცხო ენები

უცხო ენების სწავლა ახალგაზრდებში პოპულარულია. ამას გარემო პირობებიც განსაზღვრავს. გაიზარდა მოთხოვნა უცხო ენების მცოდნეებზე. განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ენების ცოდნა მუშაობის დასაწყებად. შესაბამისად, დაინტერესებაც გაიზარდა ამ კუთხით.

ჩვენ გვეტყვით 5 მიზეზს თუ რატომ უნდა ვისწავლოთ ენები და რაში გამოგვადგება უცხო ენების სწავლა.

  1. მომავალი კარიერისთვის მნიშვნელოვანია უცხო ენის ცოდნა, რადგან სულ უფრო მეტი კომპანიის მოთხოვნა ხდება უცხო ენის ცოდნა თანამშრომლის დაქირავებისას სამსახურში.
  2. უცხოელებთან კომუნიკაცია განსაკუთრებით აქტუალური გახდა, ვინაიდან გაიზარდა ტურისტების რაოდენობა.
  3. მოგზაურობისას უცხოელებთან კომუნიკაცია აუცილებელი ხდება. შესაბამისად, დამოუკიდებლად კომუნიკაციისთვის აუცილებელია უცხო ენების ცოდნა.
  4. ახალგაზრდებში აქტუალური საკითხია საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება. ამისათვის, ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ უცხო ენის ცოდნაა.
  5. წიგნების ორიგინალში წაკითხვა ყველა ჩვენგანის სურვილია. ამისათვის კი სწორედ უცხო ენების სწავლა გვჭირდება.

 

რატომ გახდა პოპულარული ინგლისურის სწავლა ინტერნეტით? 

საქართველოში ინგლისურის სწავლაზე მოთხოვნა გაიზარდა. დღითიდღე იზრდება ინგლისური ენის შემსწავლელთა რაოდენობაც. არჩევანი მრავალფეროვანია. სტუნდენტებს ინგლისურის სწავლა როგორც კერძო მასწავლებელთან, ასევე ონლაინ ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ.

ინტერნეტის საშუალებით ინგლისურის სწავლა თანდათან აქტუალური ხდება. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ენას ინტერნეტის საშუალებით სწავლობს. ინტერნეტში ბევრი ვებგვერდია, სადაც დაინტერესებულ პირებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ შეისწავლონ ენა, გაეცნონ მასალებს უცხო ენაზე, მოუსმინონ საუბრებს, შეამოწმონ ინგლისური ენის ცოდნის დონე. უფასო რესურსებიდან აღსანიშნავია ბრიტანეთის საბჭოს პროექტი, სადაც შესაძლებელია ინგლისური ენის ონლაინ შესწავლა. სტუდენტი ჩვეულებრივ იღებს სასწავლო მასალებს და ენას სწავლობს პროგრამის მიხედვით.

საზღვარგარეთის უნივერსიტეტები ასევე გვთავაზობენ ენის შესწავლა ონლაინ, კომპიუტერის საშუალებით. ასეთი სერვისები როგორც წესი ფასიანია. ლექციები მიმდინარეობს ვიდეოკონფერენციის საშუალებით და სტუდენტებს ვიდეოს საშუალებით აქვთ ურთიერთობა მასწავლებელთან.

 

რამდენად პოპულარულია ინგლისური ენის სწავლა საქართველოში?

დღესდღეობით, უცხო ენების ცოდნა პრესტიჟულია. განსაკუთრებით აქტუალურიაინგლისური ენის სწავლა. შესაბამისად, სულ უფრო ბევრი სტუდენტი არჩევანს ინგლისურ ენაზე აკეთებს. ცხადია, ინგლისური ენის პოპულარობას თავისი მიზეზები აქვს. მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საუბრობს ინგლისურად. იგი გვჭირდება მოგზაურობის დროს უცხო ქვეყანაში. ინტერნეტში სულ უფრო მეტი მასალა ინგლისურად არის ხელმისაწვდომი. ფილმების ყურებისას აუცილებელია ენის ცოდნა. სულ უფრო მეტი სამსახური ითხოვს ინგლისური ენის ცოდნას.

ახალგაზრდებისთვის ინგლისური ენის სწავლა მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ბევრ პერსპექტივას იძლევა. სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი ხდება საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, რაც ინგლისური ენის ცოდნის გარეშე შეუძლებელია.  სულ უფრო მოთხოვნადი ხდება საერთაშორისო გამოცდების ჩაბარება. როგორიცაა Toefl, Ielts. ვინაიდან ახალგაზრდებისთვის უამრავი პროგრამაა, სადაც ძირითადი მოთხოვნა საერთაშორისო გამოცდის ჩაბარებაა ინგლისურ ენაში.

ინგლისური ენის მოთხოვნადობა სულ უფრო იზრდება საქართველოში.  იგი არა მხოლოდ პოპულარული, არამედ აუცილებელი ხდება.

 

სად შეიძლება შევისწავლოთ ინგლისური ენა?

დღესდღეობით ინგლისური ენის შესწავლა აქტუალური საკითხია.   სტუდენტები სასწავლო კურსის შერჩევისას ყურადღებას აქცევენ თუ რამდენად შეძლებენ სასაუბრო უნარების განვითარებას. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ხშირად ინგლისურ ენას სტუდენტები წლების განმავლობაში სწავლობენ და საუბარი მაინც უჭირთ.

ინგლისური ენის შესწავლა დაინტერესებულ სტუდენტებს სხვადასხვა მეთოდით შეუძლიათ. ენის შესწავლა როგორც კერძო რეპეტიტორთან, ასევე ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი. ინტერნეტში მოიპოვება უამრავი მასალა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ენების შესწავლა. ამასთან, არსებობს სხვადასხვა კურსები, სადაც ჩვეულებრივ სასწავლო მასალით ხდება ენის შესწავლა და კომუნიკაცია მასწავლებლებთან ვიდეოკონფერენციის სახით მიმდინარეობს. როგორც წესი, მსგავსი მეთოდით ენის შესწავლა ფასიანია, თუმცა არსებობს უფასო მასალებიც.

ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ბევრია. მათ შორის აღსანიშნავია ინგლისური ენის ცენტრი, იგივე elc.ge ინგლისური ენის ცენტრი დიდი ხანია, რაც საქართველოში მოღვაწეობს და ინგლისური ენის შესწავლას თანამედროვე მეთოდით უზრუნველყოფს. დიდი ყურადღება ეთმობა კომუნიკაციას ინგლისურ ენაზე. გაკვეთილები მიმდინარეობს ინგლისურად. შედეგად, ინგლისური ენის ცენტრის სტუდენტებისთვის კომუნიკაცია უცხო ენაზე პრობლემას არ წარმოადგენს.

ინგლისური ენის ცენტრში შესაძლებელია ზოგადი ინგლისურის შესწავლა. მომზადება საერთაშორისო გამოცდების ჩაბარებისათვის. დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ ონლაინ გაიარონ რეგისტრაცია . შეარჩიონ სასურველი სასწავლო კურსი და დაიწყონ ინგლისური ენის შესწავლა ხარისხიანად.

 

რატომ გვჭირდება ინგლისური ენის შესწავლა?

დღესდღეობით უცხო ენების შესწავლა აქტუალური საკითხია. მათ შორის, პირველ ადგილს ინგლისური ენა იკავებს. მისი ცოდნა ყველაზე მოთხოვნადია თანამშრომლების სამსახურში აყვანის დროს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინგლისური ენის ცოდნა უცხოელებთან კომუნიკაციისთვის.

ინგლისური ენის ცოდნით, შრომის ბაზარზე იზრდება დასაქმების შესაძლებლობები. კვალიფიციურმა სპეციალისტმა სასაუბრო დონეზე მაინც უნდა იცოდეს ენა. ამის გარეშე, უბრალოდ ვერ შეძლებს უცხოელ მომხმარებელთან გასაუბრებას. ინგლისური ენის ცოდნაზე არის დამოკიდებული წარმატებული კარიერაც.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაგიგებენ, თუკი ინგლისურ ენას ფლობთ. მოგზაურობის დროს იქნებით უფრო თავდაჯერებული, როდესაც გეცოდინებათ უცხო ენა.

თანამედროვე სამყაროში, როდესაც მარტივად ხელმისაწვდომია ინტერნეტი, ჩვენ შეგვიძლია ვეკონტაქტოთ უცხოელებს სოციალურ ქსელში. ამისათვის კი ნამდვილად დაგვჭირდება ინგლისური ენის ცოდნა.

ინგლისური ენის შესწავლა როგორც კერძო რეპეტიტორთან, ასევე ინტერნეტის საშუალებითაც არის შესაძლებელი. ინტერნეტში უამრავი ვებგვერდია, რომელიც ინგლისური ენის დამოუკიდებლად შესწავლას გვთავაზობს.  ელემენტარული დონიდან პროფესიონალური დონით დამთავრებული. არსებობს ინგლისური ენის შემსწავლელი ონლაინ კურსებიც. თუმცა უმეტესობა ფასიანია. ასევე, შეგიძლიათ აიღოთ ონლაინ კურსები, სადაც პირადი ურთიერთობა გექნებათ მასწავლებელთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

 

რაში გამოგვადგება საერთაშორისო გამოცდების TOEFL, IELTS გამოცდის ჩაბარება?

დღესდღეობით ინგლისური ენის ცოდნა მნიშვნელოვანია, როგორც უცხოელებთან კომუნიკაციისთვის, ასევე მომავალი კარიერის და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისთვის.

  საერთაშორისო გამოცდების ჩაბარება  ერთ-ერთი წინაპირობაა სტუდენტისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში. ინგლისური ენის ცოდნის დასადასტურებლად ბევრი ტიპის ტესტები არსებობს, თუმცა ყველაზე მოთხოვანადი უნივერსიტეტებისგან საერთაშორისო გამოცდების TOEFL და IELTS სერთიფიკატია. აღნიშნული გამოცდების ჩაბარებისას მოწმდება ინგლისური ენის ცოდნის ოთხი კომპონენტი: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი.

  TOEFL გამოცდის ჩაბარება სტუდენტებს შეუძლიათ თბილისსა და ბათუმში. ტესტის ჩაბარება მხოლოდ აკრედიტირებულ ცენტრებში არის შესაძლებელი, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკურ და პროფესიულ სტანდარტებს. გააჩნიათ კომპიუტერები და ყურსასმენები. ასევე, პერსონალი თვალყურს ადევნებს სტუდენტებს, რათა დამოუკიდებლად აკეთონ ტესტი. TOEFL გამოცდის ჩაბარება თბილისში შესაძლებელია: ამერიკულ საბჭოებში, საერთაშორისო განათლების ცენტრში, ცენტრ კვალში და ა.შ. IELTS გამოცდის ჩაბარება ბრიტანეთის საბჭოშია შესაძლებელი.